სილქ დეველოპმენტის შესახებ

„სილქ დეველოპმენტი“ წარმოადგენს „სილქ როუდ ჯგუფის“ უახლეს ქვედანაყოფს, რომელიც აერთიანებს ჩვენს უდიდეს გამოცდილებას უძრავი ქონებისა და hospitality-ს სფეროში და მიზნად ისახავს თანამედროვე, შთამბეჭდავი და მიმზიდველი საცხოვრებელი პროექტების განხორციელებას საქართველოში.
თითოეულ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს დეტალური და ინდივიდუალური განხილვა. წამყვან საერთაშორისო არქიტექტურულ სტუდიებთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩვენ ვავლენთ მის უნიკალურ მახასიათებლებს, როგორიცაა ადგილმდებარეობა და გარემო, რათა უზრუნველვყოთ შენობების ჰარმონიული შერწყმა ბუნებასთან.
გამორჩეული არქიტექტურული ექსტერიერი და ინტერიერი, პრემიუმ ხარისხის სამშენებლო მასალები და უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტები საფუძვლად უდევს ყველა ჩვენს პროექტს. ვთანამშრომლობთ სამშენებლო ინდუსტრიაში საუკეთესო კომპანიებთან, რათა ჩვენი მობინადრეები უზრუნველვყოთ საუკეთესო ცხოვრებისეული გამოცდილებით. ამჟამად, ჩვენი მიმდინარე პროექტია „მწვანე კონცხი - ბოტანიკო“, ხოლო სამომავლოდ ვგეგმავთ „სილქ თაუერსს“ ბათუმში, „წინანდლის მამულის ვილებს“ კახეთში და „საქანელას“ თბილისში.
ბოტანიკო წარმოადგენს სანაპირო ზოლის ბინების ეკოლოგიურ (მდგრად) კომპლექსს შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც განთავსებულია ქვიანი სანაპიროს მოპირდაპირე მხარეს, მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეებში. იატაკიდან ჭერის სიმაღლემდე აზიდული ფანჯრები უზრუნველყოფს საოცარ ხედებს და გაშლილ სივრცეს ბინებში. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მწვანე კონცხი წარმოადგენს საოცრად თვალწარმტაც კურორტს აჭარის რეგიონში.
ზღვასა და ქალაქის ძველ ნაწილს შორის მდებარე „სილქ თაუერსი“ წარმოადგენს დერეფანს ძველ და თანამედროვე ქალაქს შორის, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დაკავდეთ სხვადასხვა აქტივობებით და იხილოთ სულისშემკვრელი პეიზაჟები. შთამბეჭდავი არქიტექტურული ესთეტიკის მისაღწევად, „Champan Taylor”-ის დიზაინერებმა გააერთიანეს თანამედროვე ელემენტები და ურბანული მცენარეული ლანდშაფტი. 6-ჰექტარი ფართობის ადგილი მოიცავს სულ ხუთ კოშკს, მათ შორის ელეგანტურ ბინებს და მაღალი დონის სასტუმროებს, იახტ კლუბს, კაზინოს ზღვის ხედით, მაღაზიებს, კაფეებს და რესტორნებს, ლანდშაფტურ პარკს და სხვა სახის რეკრეაციულ სივრცეებს. რეკრეაციულ სივრცეებს.
წინანდლის მამულის სამივე ვილის დახვეწილი დიზაინი გაჯერებულია თანამედროვე არქიტექტურული ელემენტებით და შექმნილია ტრადიციული ქართული და ევროპული მოტივების დაცვით. ინტერიერი შემკობილია ვიზუალურად დახვეწილი ავეჯით და სათანადოდ აღჭურვილი სივრცეებით. მყუდრო ინტერიერს ენაცვლება საუცხოო ღია სივრცეები. მობინადრეებს შეუძლიათ დატკბნენ კავკასიის ხელუხლებელი მთების ხედით და მშვიდი ატმოსფეროთი, მოიხსნან დაძაბულობა პერსონალურად მათთვის განკუთვნილ საცურაო აუზში, დაათვალიერონ ღვინის მარანი ან მონაწილეობა მიიღონ ღვინის წარმოების ხელოვნებაში.

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა პრემიუმ ხარისხის უზრუნველყოფა უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და საუკეთესო მშენებელ და არქიტექტორ პარტნიორებთან თანამშრომლობა. თუმცა, ჩვენი პროექტები გაცილებით მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ მაღალი ხარისხის მასალები და მშენებლობაა.
ეს არის ისეთი საზოგადოებისა და გამოცდილების უზრუნველყოფა, რომელიც თითოეულ მობინადრეს გარემომცველ ბუნებასთან დაახლოებს და ხელს შეუწყობს სოციალური კავშირების ჩამოყალიბებას ჯანსაღი ცხოვრების, ფიზიკური ვარჯიშის და სხვა რეკრეაციული აქტივობების წყალობით, რომლებიც ხელმისაწვდომია ჩვენს ობიექტებზე.
ცოცხალი მცენარეული საფარისა და საგულდაგულოდ შერჩეული დიზაინის მეშვეობით, უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი შენობები არა მხოლოდ ირეკლავდეს გარემოს, არამედ ხელს უწყობდეს მის გაუმჯობესებას.
ადგილობრივი კვლევის საფუძველზე შერჩეული დიზაინი უზრუნველყოფს ისტორიული წარსულის შენარჩუნებას და ამავე დროს შემოაქვს თანამედროვე შტრიხები.
მსგავსი სახის მიდგომის წყალობით ჩვენი პროექტები არა მხოლოდ სილამაზით გამოირჩევა, არამედ წვლილი შეაქვს საზოგადოების, გარემოს, ადამიანის ფიზიკური სიჯანსაღის განვითარებაში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ახალი პროექტების გარდა, „სილქ დეველოპმენტ“-მა აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში.
2008 წლიდან „სილქ როუდ ჯგუფი“ მფარველობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს და კომპლექსს წინანდალში, განხორციელებული აქვს 12 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია მის აღდგენასა და შენარჩუნებაში. რესტავრაცია ჩაუტარდა 100-ზე მეტ ექსპონატს და შეძენილ იქნა 500-ზე მეტი ექსპონატი. 2019 წლიდან სახლ-მუზეუმი მასპინძლობს „წინანდლის ფესტივალს“ - კლასიკური მუსიკის საღამოს, რომელიც ხელს უწყობს აღნიშნული რეგიონის, როგორც ევროპისა და აზიის გზაშესაყარის, განვითარებას.
უახლეს მომავალში ჩვენ ვგეგმავთ აჭარის რეგიონის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიული შენობის - ბარიატინსკის და სიბირიაკოვის მამულების აღდგენასა და გარემონტებას. შევინარჩუნებთ შენობის კლასიკურ იერსახეს და ამავე დროს ინტერიერში შევიტანთ თანამედროვე სტილის შტრიხებს. სხვა პროექტების მსგავსად, ამ შემთხვევაშიც ჩვენი მიზანია ერთი მხრივ, შევქმნათ თანამედროვე პროექტი და მეორე მხრივ, დავიცვათ მისი ისტორიული წარსული და მემკვიდრეობა. (აღარ წერია საიტზე ეს ტექსტი)