დასრულებული პროექტები

გარდა ახალი პროექტებისა, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილმა კომპანიამ, „სილქ დეველოპმენტმა“, წლების განმავლობაში მრავალი მასშტაბური პროექტი განახორციელა, რომელსაც ასევე, შვილობილი კომპანია „სილქ ჰოსფითალითი“ ხელმძღვანელობს. ჩვენი მიზანია, სამშენებლო და არქიტექტორულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, მშენებლობის უმაღლესი ხარისხი უზრუნველვყოთ.
ჩვენი სასტუმროები და გასართობი დაწესებულებები თბილისში, ბათუმსა და წინანდალშია თავმოყრილი. მათ მართვასა და ფუნქციონირებაზე სილქ ჰოსფითალითის პროფესიონალთა გუნდი ზრუნავს, რომელიც 2000-ზე მეტი თანამშრომლისგან შედგება. სილქ ჰოსფითალითის მთავარი ორიენტირი სტუმრების კმაყოფილება და მაღალი ხარისხის მომსახურებაა. ეს არის ის ძირითადი და ეფექტიანი სტრატეგია, რომლითაც ჩვენი აქციონერების ინვესტიციების უკუგებაზე წარმატებით ვზრუნავთ.

სასტუმრო რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული

რადისონ ქოლექშენი წინანდლის მამული ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სასტუმროა საქართველოში. იგი კახეთში, XVIII საუკუნის იმ ისტორიულ პარკში მდებარეობს, სადაც ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმია განთავსებული. მუზეუმი ქართული რომანტიზმის ფუძემდებლისა და იმდროინდელი ეპოქის ცხოვრებას წარმოაჩენს, ამიტომ ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ღირსშესანიშნაობად მიიჩნევა.
124-ოთახიანი სასტუმროს დიზაინზე საერთაშორისოდ აღიარებულმა არქიტექტორებმა — ჯონ ფოტიადისმა, ქრისტინა გაბასმა და დამიენ ფიგუერესმა იმუშავეს.

პარკ ჰოტელი წინანდლის მამული

პარკ ჰოტელი წინანდლის მამული საქართველოში პოპულარული ახალგაზრდული ცხოვრების სტილისა და კულტურის ერთგვარი სიმბოლური ცენტრია. იგი ვიზიტორების საჭიროებებს მაქსიმალურად ითვალისწინებს, უნიკალურ შთაბეჭდილებებს ქმნის და სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს.
პარკ ჰოტელი წინანდლის მამული გარშემორტყმულია ულამაზესი პარკით, ასწლოვანი ხეებითა და ბილიკებით, რომლებსაც თვალწარმტაც პეიზაჟებამდე მიჰყავხართ.

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თბილისი

უმაღლესი კლასის 249-ნომრიანი სასტუმრო საქართველოს დედაქალაქში, თბილისში მდებარეობს და მდინარე მტკვარს გადაჰყურებს, რაც მისი ფანჯრებიდან გაშლილ ხედებს კიდევ უფრო ალამაზებს.
რადისონ ბლუ ივერიას გამორჩეული მდებარეობა აქვს: ერთი ნაბიჯი სასტუმროდან და თქვენ უკვე ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველზე აღმოჩნდებით. აქ კი გემრიელი ვახშმის, შოპინგისა თუ ღამის ცხოვრების მრავალფეროვანი არჩევანი გელოდებათ.
დასვენებითა და შესანიშნავი კერძებით ჩვენი სასტუმროც გაგანებივრებთ. თქვენს განკარგულებაშია სამი რესტორანი და საერთაშორისო დონის ანე სიმონეს სპა სალონი.

სასტუმრო რადისონ ბლუ ბათუმი

რადისონ ბლუ შავი ზღვის სანაპიროს უმაღლესი კლასის სასტუმროა — 168 ოთახით, ორი რესტორნით, ღია და დახურული აუზებით. იგი პლაჟისა და ბათუმის ცნობილი ბულვარისგან მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე მდებარეობს და ამ მხრივაც შესანიშნავი არჩევანია დასვენებისთვის.

რესპუბლიკა ივენთ ჰოლი

თანამედროვე, მულტიფუნქციური სივრცე რესპუბლიკა სამ განსხვავებულ კონცეფციას აერთიანებს. მათ შორისაა ღონისძიებების ჩატარებისთვის განკუთვნილი ადგილები და უმაღლესი კლასის ქართული სამზარეულოს რესტორნები. იგი ქალაქის შუაგულში მდებარეობს და თბილისის ისტორიული ცენტრის ელეგანტურ ნაგებობას წარმოადგენს.

ღამის კლუბი ნობლ სავაჟი

გასართობი სივრცე და ღამის კლუბი ნობლ სავიჯი თბილისში ურბანული ლანდშაფტისა და საბჭოთა არქიტექტურის მიმზიდველ ნაზავს წარმოადგენს.თანამედროვე მუსიკისა და ისტორიული სივრცის საინტერესო სინთეზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებისთვისაც პოპულარულ გასართობ სივრცეს წარმოადგენს.

ივერია ბიჩ კლუბი

საზაფხულო გასართობი კლუბი ბათუმის ცნობილ ბულვარსა და ზღვას შორისაა მოქცეული. შესანიშნავი მდებარეობა და არაჩვეულებრივი სერვისი, უგემრიელესი კერძები და სასმელები — ივერია ბიჩ კლუბი საუკეთესო ადგილია ბათუმში დასვენებისთვის. კლუბის უნიკალური კონცეფცია ბარს, რესტორანს, მუსიკისა და გართობის სხვა სახეებს აერთიანებს.