სილქ თაუერსი

ზღვის სანაპიროს და ქალაქს შორის მდებარე „სილქ თაუერსი“ ძველის და თანამედროვეს დამაკავშირებელი არხია, რომელიც მულტიფუნქციურ სივრცეში უამრავ გარე და შიდა გასართობ საშუალებას იძლევა. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე, ეტაპობრივად, საცხოვრებელი და სასტუმრო კოშკები, იახტ კლუბი, პარკი, გამორჩეული კაზინო ზღვის ხედით, კონგრესცენტრი და სხვა სარეკრეაციო დანიშნულების შენობა-ნაგებობები აშენდება. მაცხოვრებლების და მათი სტუმრების ყურადღებას ზღვის ბუნებრივი წყლით შევსებული ხელოვნური ლაგუნა მიიპყრობს, სადაც სტუმრებს მცირე ზომის იახტები მოემსახურება. პროექტის დაგეგმარება „სილქ როუდ ჯგუფის“ და Chapman Taylor-ის თანამონაწილეობით მოხდა.