დასრულებული პროექტები

სილქ დეველოპმენტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს სტუმარმასპინძლობის სფეროს ფართომასშტაბიანი პროექტების განხორციელებაში, რომლებსაც ახლა სილქ როუდ ჯგუფში შემავალი კომპანია - სილქ ჰოსფითალითი უძღვება. სილქ ჰისფითალითი აქტივების ფართო სპექტრს მართავს, მათ შორის როგორც მაღალი კლასის სასტუმროებს, რესტორნებსა და სამორინეებს, ისე სხვა დასასვენებელ ობიექტებს. თითოეული მათგანი სტუმრებს ინდივიდუალურ საცხოვრებელსა და ხარისხიან გართობას სთავაზობს. ამავდროულად კი, წარმოადგენს მნიშვნელოვან, გრძელვადიან ფასეულობას ინვესტორებისთვის. ჩვენი სასტუმროები, სამორინეები და სტუმარმასპინძლობის სივრცეები თავმოყრილია მთავარ ტურისტულ ადგილებში: თბილისში, ბათუმსა და წინანდალში. მისი აქტივების ფუნქციონირებაზე 2000-ზე მეტი თანამშრომელი ზრუნავს, რომლებსაც თბილისის ცენტრალური ოფისი მართავს.

სასტუმრო რადისონ ქოლექშენ

One of the most exclusive hotels in Georgia, Tsinandali Estate is located in Wine region in the middle of a historic and well-manicured 18-hectare park, which includes the Tsinandali house-museum of Prince Alexander Chavchavadze. The museum features a memorial to the  founder of Georgian Romanticism and is an important cultural attraction.

ინგო მაურერის ოსტატური ინტერიერის დიზაინი, რომელიც თანხვედრაშია ისტორიული შენობების რესტავრაციასთან, ქმნის წარსულისა და აწმყოს მიმზიდველ ნაზავს რადისონ ქოლექშენ წინანდალში.

სასტუმრო 2019 წელს გაიხსნა.

წინანდლის მამულის მეღვინეობა

წინანდლის მამული საქართველოში კლასიკური ღვინის წარმოების აკვანია. ქართული ღვინო ბოთლებში პირველად სწორედ ამ ადგილას ჩამოისხა. ცნობილი და ისტორიული ქართული მეღვინეობა პრემიუმ ხარისხის ღვინის ლიმიტირებულ რაოდენობას ამზადებს, ვიზიტორებს კი ღვინის ტურებს, დეგუსტაციასა და მასტერკლასებს სთავაზობს.

პარკ ჰოტელი წინანდლის მამული

პარკ ჰოტელი, რომელიც სრულად სილქ დეველოპმენტის მიერაა შექმნილი, საქართველოში ჩამოყალიბებული ახალგაზრდული ცხოვრების სტილისა და კულტურის სიმბოლურ ცენტრს წარმოადგენს. სტუმრების გამოცდილება თითოეული ადამიანის უნიკალურ საჭიროებებს შეესაბამება. პარკ ჰოტელი გარშემორტყმულია ულამაზესი პარკით, ასწლოვანი ხეებითა თუ ბილიკებით და ვიზიტორებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს.

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია თბილისი

The hotel has an exceptional location on the main avenue of the city within walking distance to shopping areas, the old city, governmental offices, the Tbilisi Opera House, Rustaveli  Theatre, Tbilisi Concert Hall, and other cultural and business points of interest. It is easily accessible from both sides of the river. The hotel was built in 1967 by the Soviet government as the premier luxury hotel in Tbilisi.

სასტუმრო განახლებული სახით კი ის 2009 წელს გაიხსნა.

Radisson Blu Batumi

უმაღლესი კლასის სასტუმრო შავი ზღვის სანაპიროზე, ულამაზესი ქალაქის, ბათუმის გულში. ის სულ რაღაც ერთი წუთის სავალზეა შესანიშნავი სანაპიროსა და ბათუმის ბულვარისგან, ამიტომ არაჩვეულებრივ არჩევანს წარმოადგენს დასვენებისთვის.

მიკელე დე ლუკის ვიზუალური ხედვა რადისონ ბლუ ბათუმს თანამედროვე ელეგანტურობისა და კულტურული ინტეგრაციის სინთეზად წარმოაჩენს.

რადისონ ბლუ ბათუმი 2011 წელს გაიხსნა.

Republic

მრავალფუნქციური რესპუბლიკა ივენთ ჰოლი ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეებს აერთიანებს. მისი ინტერიერი თანამედროვე ქართველი არქიტექტორების მიერაა შექმნილი. რესპუბლიკა ივენთ ჰოლში განთავსებულია ქართული სამზარეულოს ორი განსხვავებული კონცეფციის რესტორანი: რესპუბლიკა და რესპუბლიკა 24.

ისტორიული ადგილი, რომელიც ორგანულადაა შერწყმული შენობის თანამედროვე დიზაინთან და გამორჩეულია ულამაზესი ტერასით, საიდანაც ქალაქის შესანიშნავი ხედები იშლება, მსოფლიოში ცნობილი დიჯეებისა და არტისტების მონაწილეობით, აქ ყოველთვიურად იმართება კონცერტები, რაც რესპუბლიკას სტუმრებისთვის ერთ-ერთ საყვარელ და განსაკუთრებულ სივრცედ აქცევს.

გაიხსნა 2017 წელს

სპორტული კომპლექსი ნეპტუნი

სრული მომსახურების აუზი ყველა სეზონზე, სპორტული დარბაზი და სპა თბილისში ვიზიტორებს ინდუსტრიის ყველაზე ინოვაციურ გაკვეთილებსა და პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებას სთავაზობს.

ნობლ სავაჟი

თბილისის პოპულარული და ცნობილი გასართობი სივრცე ქალაქის ლანდშაფტსა და საბჭოთა არქიტექტურას აერთიანებს. Noble Savage ისტორიული გარემოსა და თანამედროვე მუსიკის ერთგვარი მიქსია, ამიტომ ის მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ვიზიტორებისთვის ცხოვრების სტილის ნაწილად და საყვარელ სივრცედ ყალიბდება.

სამორინე ივერია თბილისი & ბათუმი

გრანდ სამორინე სრული მომსახურებით, მდიდრული ევროპული ინტერიერით, მსოფლიო კლასის სერვისითა და თამაშების ფართო არჩევანით გამოირჩევა. ის ვიზიტორებს პოკერს, ბლექ ჯეკსა და რულეტს, 30 მაგიდასა და 200-ზე მეტ სლოტ აპარატს სთავაზობს.

ივერია ბიჩ კლუბი

ტრენდული გასართობი სივრცე და უნიკალური კლუბი ბათუმის ცნობილ სანაპიროზე ვიზიტორებს ბარის სრულ მომსახურებას, რესტორანს, შესანიშნავ მუსიკასა და გართობის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს.

მწვანე კონცხი ბოტანიკო

ბოტანიკო საცხოვრებელი კომპლექსია შავი ზღვის სანაპიროზე. თანამედროვე ბინები კენჭოვანი სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს და მარადმწვანე სუბტროპიკული მცენარეებს გადაჰყურებს. თითოეული მათგანის ვიტრაჟული ფანჯრებიდან კი ულამაზესი, შთამბეჭდავი ხედები იშლება. ბოტანიკო მომხმარებლებს სილქ ჰოსფითალითის პროფესიონალთა გუნდის სერვისებსა და არაერთ სარეკრეაციო სივრცეს სთავაზობს. საუკეთესო მდებარეობა მწვანე კონცხს აჭარის რეგიონის გამორჩეულ კურორტად აქცევს.