სილქ დეველოპმენტის შესახებ

სილქ როუდ ჯგუფის ყველა პროექტი სილქ დეველოპმენტის მიერაა განვითარებული. მათ შორის, თბილისსა და ბათუმში მდებარე „რადისონ ბლუს“ ბრენდის სასტუმროები, „რადისონ ქოლექშენის“ ბრენდის სასტუმრო წინანდალში და „პარკ ჰოტელ წინანდალი“, წინანდლის მამულის ვილები, კომპლექსი „რესპუბლიკა“, „ივერია ბიჩ კლუბი“, ღამის კლუბი „Noble Savage“, კაფე „ივერია“, სპორტული კომპლექსი „ნეპტუნი“ და „მწვანე კონცხი ბოტანიკო“.

სილქ დეველოპმენტი წარმოადგენს სილქ რიალ ისთეითის (უძრავი ქონების პორტფელის მართვისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესში ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია) შვილობილ კომპანიას, რომელიც, თავის მხრივ, სილქ როუდ ჯგუფის ნაწილია. სილქ რიალ ისთეითის აქტივების ღირებულება დაახლოებით 900 მილიონი ლარია. 2005 წლიდან დღემდე სილქ როუდ ჯგუფს საქართველოს ეკონომიკაში 1 მილიარდ აშშ დოლარამდე ოდენობის ინვესტიცია აქვს ჩადებული.

ჩვენი ხედვა

ჩვენი ხედვაა, განვავითაროთ უმაღლესი ხარისხის პროექტები, რომლებიც სრულად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. ვთანამშრომლობთ ავტორიტეტულ სამშენებლო და არქიტექტურულ კომპანიებთან და ვიყენებთ მხოლოდ საუკეთესო ხარისხის მასალებსა და ტექნოლოგიებს.

ყველა პროექტი საზოგადოებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნას ემსახურება. ჩვენი სივრცეები მაცხოვრებლებს ირგვლივ არსებულ გარემოსთან აკავშირებს, გამაჯანსაღებელი, სპორტული და გასართობი აქტივობები კი, რომლებიც თითოეულ მათგანს მრავლად აქვს, ხელს უწყობს სოციალური კონტაქტების ჩამოყალიბებას.

გამორჩეული გამწვანებისა და მოდერნისტული, განსაკუთრებული ყურადღებით შერჩეულიდიზაინით უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენ მიერ შექმნილმა შენობებმა გააუმჯობესოს გარემო ამ დიზაინის ელემენტებს კი აყალიბებს თითოეული სივრცის კვლევა, რომელიც გვეხმარება, ინოვაციური შტრიხების დამატებით სრულად შევინარჩუნოთ ისტორიული ფონი.

ერთიანი მიდგომა ხელს გვიწყობს, უზრუნველვყოთ არა მარტო ჩვენი პროექტების დახვეწილი ვიზუალი, არამედ საზოგადოებისა და გარემოს გაუმჯობესებაც.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

ახალი პროექტების განხორციელებასთან ერთად, სილქ დეველოპმენტმა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაში ღირებული წვლილი შეიტანა.

2008 წლიდან „სილქ როუდ ჯგუფი“ მფარველობს ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს and complex in Tsinandali, investing over 12m USD in its restoration and preservation. Over 100 exhibits have been restored and more than 500 have been acquired. The Tsinandali Festival, a classical music event promoting the region as the crossroads of Europe and Asia, has been hosted here since 2019.

უახლოეს მომავალში აჭარის რეგიონში ორი უმნიშვნელოვანესი ისტორიული შენობის — ბარიატინსკისა და სიბირიაკოვის სახლების აღდგენა იგეგმება. რეკონსტრუქციის შედეგად, შენობების კლასიკური იერი შენარჩუნდება, მათ ინტერიერში კი ახლებური შტრიხები იქნება წარმოდგენილი. როგორც ჩვენს სხვა ინიციატივებში, ამ შემთხვევებშიც, ვისწრაფვით, რომ პროექტების თანამედროვე განვითარებასთან ერთად, ადგილმდებარეობის ისტორიული თავისებურებები და მემკვიდრეობაც იყოს გათვალისწინებული.